სიახლე

"მაშინ ქალს გულის შეტევა დაემართა და ლამის ხელებში ჩააკვდა შვილს"

"მაშინ ქალს გულის შეტევა დაემართა და ლამის ხელებში ჩააკვდა შვილს"
800 მანეთად გაყიდული გოგონას საოცარი ამბავი 800 მანეთად გაყიდული გოგონას საოცარი ამბავი

"მადლობა მას, რომ მუცლად მყოფი არ მომიშორა და უფლის ნებით, იდეალურ ადამიანებს გადასცა ჩემი თავი"

ნინა კახეთში, სიღნაღში გაიზარდა. მის გამზრდელ მშობლებს 14 წელი არ ჰყავდათ შვილი და როცა შანსი მიეცათ, მათ ოჯახში ბავშვს ერბინა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და, იყიდეს გოგონა! დიახ, არ მოგესმათ, იყიდეს ულამაზესი გოგონა და მას ისე უფრთხილდებოდნენ, როგორც საკუთარი თვალის ჩინს... ნინა მიყვება:

"თურმე, 1976 წლის 15 იანვარს ჯერ
სიღნაღის ცენტრში დამატარებდა ვიღაც ქალი და ცდილობდა ჩემ გაყიდვას, შემდეგ კი რაიონულ საავადმყოფოში მივუყვანივარ, სადაც ჩემი გამზრდელი დედის ბიცოლა მუშაობდა და მან დაურეკა ჩემს მომავალ მშობლებს, ასეთი ამბავია და მოდითო... მივიდნენ და მიშვილეს, შინ წამიყვანეს ამ ღვთისნიერმა ადამიანებმა და ისე გამზარდეს, მათგან გულის ტკენა არ მახსოვს. არასდროს მიგრძნია, რომ აყვანილი და ზედმეტი ვიყავი იმ ოჯახში. პირიქით, უნიკალური ადამიანები მყავდა გვერდით და მათი წყალობით, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მოკლედ, ძალიან გამიმართლა..."

ნინა 16 წლის იყო, როცა გამოჩნდა "კეთილისმსურველი", რომელმაც ნინას დედას კამათის დროს უთხრა: - დაიცავი, დაიცავი, ესეც შენი გაჩენილი არ იყოსო... მაშინ ქალს გულის შეტევა დაემართა და ლამის ხელებში ჩააკვდა შვილს. ნინასთვის ეს მოულოდნელობა, ცხადია, მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ გონიერმა, მშობლებზე მზრუნველმა გოგონამ ძალა მოიკრიბა და რადგან მიხვდა, დედას ამ ამბის გახსენება ტკივილს აყენებდა, სიმართლეს დროებით "კარი გამოუკეტა"...

"ვუთხარი: რატომ ნერვიულობ, დედა? არ არსებობს ჩემთვის შენი შემცვლელი, ნუ დარდობ. პირიქით, გამიმტკიცდა თქვენ მიმართ სიყვარული და გთხოვ, ნუღარ იდარდებ-მეთქი... როცა უკეთ გახდა, ყველაფერი თავად მიამბო და ის ტანისამოსიც მიჩვენა, რომელიც სახლში მოყვანის დღეს მეცვა. ეს იყო უბრალო ბამბაზიის ხალათი, ძველი მაისური, ხელით ნაქსოვი ქუდი, ჭრელი აბრეშუმის მოსახვევი. მოყოლის დროს ვატყობდი, ძალიან განიცდიდა, ნერვიულობდა და ვთხოვე, აღარაფრის მოსმენა არ მინდა-მეთქი. იმ დღის შემდეგ ამ თემაზე აღარ გვილაპარაკია... ცხადია, ყველაფერი მაინტერესებდა, მაგრამ გამზრდელ დედას გულს ვერ ვატკენდი, ეს უბრალოდ არ შემეძლო...

სამწუხაროდ, 17 წლის ვიყავი, როცა დედა დავკარგე... ზოგადად, მიცვალებულების შიში მაქვს და იმ ღამესაც, როცა მე და მამა სახლში მარტო დავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ დედის ცხედრის არ უნდა შემშინებოდა, ამხელა გოგოს ღამით მამასთან მეძინა - აი, ასეთი იდეალური მამაშვილობა გვქონდა...

არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მამა, რომელიც სულ ჩემ დაცვას ცდილობდა, მიფრთხილდებოდა. ჩემი კარგად ყოფნისთვის უკან არ დაიხევდა..."

დედის გარდაცვალების შემდეგ ნინამ გაბედა და მამას დაელაპარაკა. აუხსნა, რომ სურდა, სიმართლე გაეგო.გაგრძელება...
ბეჭდვა
e87a93