სიახლე

"პრინ­ციპ­ში, არა­ფე­რი არ მიქ­ნია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები

"პრინ­ციპ­ში, არა­ფე­რი არ მიქ­ნია, საჭიროდ არ ჩავთვალე" - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის ჩვენების დეტალები
ტელეკომპანია "რუს­თა­ვი 2" მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის ჩვე­ნე­ბას აქ­ვეყ­ნებს.

ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა "იმე­დის" ექი­მი ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, რო­მე­ლიც პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მან მეგი ბაქ­რა­ძეს აც­რის შემ­დეგ ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ შეც­ვლილ ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რებს, რომ მას მეგი ბაქ­რა­ძის­თვის მსგავ­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­უ­წე­ვია.

"მე მე­გო­ნა, რომ უბ­რა­ლო რე­აქ­ცია მის­ცა, ანუ რა­ღაც ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, იმი­ტომ, რომ ასე­თი რა­ღა­ცა მი­ნა­ხია ძა­ლი­ან ბევ­რი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. შე­იძ­ლე­ბა ემო­ცი­უ­რიც იყო, ემო­ცი­უ­რი ბავ­შვიც იყო და ჩავ­თვა­ლე, რომ
არ იყო სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ.

გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, უშუ­ა­ლოდ თქვენ რა მო­ი­მოქ­მე­დეთ ამ დროსო, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე პა­სუ­ხობს:

"პრინ­ციპ­ში, არა­ფე­რი არ მიქ­ნია, უბ­რა­ლოდ, ვკი­თხე, რო­გორ იყო და სა­ი­მე­დო ადა­მი­ანს ჩა­ვა­ბა­რე, - აღ­ნიშ­ნავს მე­დი­კო­სი შეც­ვლილ ჩვე­ნე­ბა­ში და იქვე ადას­ტუ­რებს, რომ მას მეგი ბაქ­რა­ძის­თვის ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­უ­კე­თე­ბია. - არა, არა­ფე­რი არ გა­მი­კე­თე­ბია, იმი­ტომ, რომ არ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ თით­ქოს ეს იყო ანა­ფი­ლაქ­სი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი...

პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ექი­მის ფუნ­ქცი­ას არ წარ­მო­ად­გენს პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვა აც­რის წინ. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში გა­სინ­ჯვა გუ­ლის­ხმობს ფილ­ტვე­ბის მოს­მე­ნას, ყელ­ში ჩა­ხედ­ვას, გუ­ლის ტო­ნე­ბის მოს­მე­ნას და მუც­ლის გა­სინ­ჯვას, რაც მე­გის შემ­თხვე­ვა­ში და არც სხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით, მაგ­რამ ვახ­დენთ შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვა­რით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას, მათ შო­რის, ვე­კი­თხე­ბით მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და თუკი მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ აქვს ჩი­ვი­ლე­ბი, მერე გავ­სინ­ჯავ და თუ არ­სე­ბობს რის­კი, რომ უკუჩ­ვე­ნე­ბა და­ფიქ­სირ­დეს, არ ჩა­ვა­ტა­რებ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს".

კი­თხვა­ზე - რა ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და მეგი ბაქ­რა­ძეს აც­რამ­დე, ექი­მი ჩვე­ნე­ბა­ში წერს: "მე­გის მე თა­ვად გა­ვუ­ზო­მე ტემ­პე­რა­ტუ­რა და მას აც­რის წინ აღე­ნიშ­ნე­ბო­და - 36,7".

ექი­მი ჩვე­ნე­ბა­ში ასე­ვე ამ­ბობს, რომ რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბა, რა­საც შე­იძ­ლე­ბო­და პოსტვაქ­ცი­ნუ­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა გა­მო­ეწ­ვია, არ არ­სე­ბობ­და.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93