ფოტოზე აღბეჭდილია გვანცა მხეიძე, რომელიც, როგორც ირკვევა, ქუთაისიდან ჩამოვიდა გენიალური მწერლის დაკრძალვაზე დასასწრებად. ამის შესახებ გვანცა "ფეისბუქში" თავად წერს.
"პირველ რიგში, მადლობა თეკლეს, ამ მშვენიერი ფოტოსთვის. დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან
და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა - თეკლემ და Demetre Samkharadze-მ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, 'შოოორეული' დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ... ????????
მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის - სიყვარულის უცნაური მცენარის - მეშვეობით", - წერს გვანცა.
ცნობისთვის, გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".
მწერალი 6 აპრილს, საკუთარი ანდერძის შესაბამისად, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.