"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის, მადლობა წმინდა გაბრიელს მფარველობისთვის. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ყველას სათითაოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მგონია, მთელი არმია კეთილი ადამიანების ჩემ გვერდით იყავით და ხართ ამ განსაცდელის ჟამს.
ახლა რაც შეეხება კლინიკას, სადაც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიან. დავიწყებ ლევან რატიანით. ტკივილისგან გამწარებულს ტელეფონში ხმა მესმის: “მოლართ კუჩხის ქიგგორინუანქ” - მითხრა და ორ წუთში ხელი მოვაწერე თბილისში გადაყვანაზე. ეს ადამიანი არის ანგელოზი დედამიწაზე. ყველაზე ძლიერმა ტკივილგამაყუჩებელმა ვერ გამიყუჩა ტკივილი....
ტკივილისგან, ცრემლით დასველებული სახე მისმა “ბუთქუჩა” თითებმა ჩამიხუტა და ტკივილმაც გამიარა. პროფესიონალი, თავისი საქმის მცოდნე, ჩვენ ის უფალმა გამოგვიგზავნა და უნდა გავუფრთხილდეთ. რეანიმაციაში ვითვლიდი, თუ რამდენ ადამიანს ჩუქნიან სიცოცხლეს, რამდენ ოჯახს აბედნიერებენ. მაპატიეთ, ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს. დღეს გამომწერეს, მარცხენა ფეხზე გამიკეთდა მენჯ-ბარძაყის და წვივის ოპერაცია.
სახლში, თბილისში გავივლი რეაბილიტაციის პერიოდს. მჯერა, ღვთის მადლით მალე დაგიბრუნდებით და ძალიან მალე წამოვდგები ფეხზე. P.S. იმათ, ვისაც გაინტერესებთ, მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე, რატომ არ გავაჩერე და ა.შ... ყველაფერი უფლის ნებაა, გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!!! გვახსოვდეს!!! წამია წუთისოფელი. ბოდიში მატარებლის მემანქანეს, რომელიც ავაფორიაქე..." - წერს ფაცაცია.
ცნობისთვის, ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია მართავდა.
იხილეთ სრულად