კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ წელს უკვე მეცხრედ გაიმართა გაფართოებულ ფორმატში...
აღსანიშნავია, რომ პროექტში პირველად კონკურსანტის სტატუსით თურქეთში მოღვაწე მუსიკოსები ჩაერთნენ, რომელშა შორის ლაზები, მესხები და ჰემშენები - ანუ თურქეთში მოღვაწე კავკასიური წარმოშობის არტისტები იყვნენ წარმოდგენილი.
„საქართველო და თურქეთი კულტურულად ახლო ქვეყნები არიან, რასაც ჩვენი მეზობლობა და გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას დიდი მიშვნელობა ენიჭება. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს ვინც პროექტში ჩაერთო, ეს არის შანსი ყველა მონაწილისთვის რომ ერთმანეთს გააცნოს თავიანთი მხარის კულტურა“ - განმარტა ფატმა ჯერენ იაზგანმა, თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში.
მუსიკალური პროექტის გამარჯვებული ლაზური წარმოშობის ეთნო როკ-ჯგუფი „მარსისი“ დასახელდა. მათ ჟიურის მოწონება ერთხმად და ერთპიროვნულად დაიმსახურეს, კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვების გამო, ჯილდოს მისაღებად ჩამოსვლა მხოლოდ ჯგუფის სოლისტმა კორჰან ოზილდესმა მოახერხა, რომლის განცხადებით უკვე იგეგმება აკუსტიკური დუეტის ჩაწერა დათო ხუჯაძესთან.
კავკასიური დაჯილდოვება ფენიქსი უნიკალური შესაძლებლობაა კავკასიური ჯგუფების მომღერლებისა და მუსიკოსებისთვის საკუთარი ნიჭის გამოსავლენად.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>