სიახლე

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარა 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარა 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც 9 წლის ბავ­შვზე სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა:

"გა­და­რე­უ­ლია ხალ­ხი 9 წლის ბავ­შვის ამ­ბით, რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დეს გა­ექ­ცა და თხრილ­ში ჩა­ვარ­და, პო­ლი­ცი­ამ სა­ერ­თოდ თავს იკ­ლავ­დაო. ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე წე­სი­ე­რად, მაგ­რამ უკვე შემ­ხვდა ვერ­სია: "მო­ე­ფე­რა და ბავ­შვმა შეც­დო­მით აღიქ­ვა". აი, ამის მთქმელს და ამის დამ­წერს და ამის დამ­ლა­ი­ქე­ბელს მინ­და ვა­გი­ნო ცო­ცხალ-მკვდა­რი. ისევ ბავ­შვია ხო დე­ბი­ლი და ის ახ­ვა­რი პე­დო­ფი­ლი კი­დევ კარ­გი კაცი, ხო?!

ამ ბავ­შვის ნა­ბიჭ­ვა­რი მამა კი­დევ ცოლს
ეჩხუ­ბე­ბო­და, რა­ებს ყვე­ბით პო­ლი­ცი­ას­თა­ნო და იმა­ნაც, მე რას ვყვე­ბი, ბავ­შვი ყვე­ბაო. დამ­პა­ლი ქვე­ყა­ნა ვართ - მარ­ტო კა­ცე­ბი გვიყ­ვარს, მათ შო­რის პე­დო­ფი­ლი კა­ცე­ბი; ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი - გვძულს. ხოდა ეს სიყ­ვა­რუ­ლი არაა, მე­გობ­რე­ბო, ესაა ჩმო­რო­ბა და შიში. კა­ცე­ბი კი არ გვიყ­ვარს, კა­ცე­ბის გვე­ში­ნია და ვჩ­მორ­დე­ბით მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­გორც ასე­თი.

იმ დამ­პალ მა­მა­მის­საც შე­ე­შინ­და მო­ძა­ლა­დის, პრობ­ლე­მე­ბი არ შე­მიქ­მნა­სო, ხოლო დე­და­მისს შე­ე­შინ­და ცალ­კე მო­ძა­ლა­დის და ცალ­კე სა­კუ­თა­რი ქმრის და ბავ­შვს შე­ე­შინ­და ყვე­ლა­სი - რად­გან ბავ­შვი მარ­ტოა ამ ქვე­ყა­ნა­ში. და სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ხალ­ხი რა­ნა­ი­რად ამარ­თლებს მო­ძა­ლა­დე პე­დი­ფილს???? სა­ნამ ყვე­ლა მკვლელს და ყვე­ლა გა­მა­უ­პა­ტი­უ­რე­ბელს კარ­გად და­ა­ხა­სი­ა­თე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი და სა­ნამ პრობ­ლე­მას და ბრა­ლე­უ­ლო­ბას მსხვერ­პლში ვე­ძებთ, მა­ნამ­დე არ გვეშ­ვე­ლე­ბა არა­ფე­რი; პო­ლი­ტი­კა­შიც კი მხო­ლოდ ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟი­მებს და­ვუ­ჭერთ მხარს" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

ცნო­ბის­თვის, სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დის­გან გაქ­ცე­ვის დროს 9 წლის ბავ­შვი თხრილ­ში ჩა­ვარ­და და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბავ­შვს 45 წლამ­დე მა­მა­კაც­ნა კან­ფე­ტე­ბი უყი­და, შემ­დეგ კი კოც­ნა შეს­თა­ვა­ზა. ხოლო დღეს იმა­ვე მა­მა­კა­ცის და­ნახ­ვი­სას მო­ზარ­დმა გაქ­ცე­ვა სცა­და, რა დრო­საც თხრილ­ში ჩა­ვარ­და.

არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და. სს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნაცხა­დეს, რომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93