ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან საზოგადოებაში ქცევის წესებს: რომ უნდა დავუთმოთ მოხუცს ადგილი, ოთახში შესვლისას არ უნდა დაივიწყო მისალმება და ა.შ. თუმცა არის ეტიკეტის ნორმები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და მათი ცოდნაც აუცილებელია. თანამედროვეობაში გარკვეული წესები შეიცვალა და შეიძლება ერთ დროს მიღებული კულტურული ჟესტი ახლა უკულტუროდ ჩაგეთვალოთ.
ნახეთ ეტიკეტის 10 თანამედროვე წესი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ
არავის მისწეროთ მისალოცი ტექსტი
ციფრულ სამყაროში ყველაფერმა სახე იცვალა, თუმცა კვლავ უკულტუროდ ითვლება სოციალურ ქსელში დიდი პოსტების დადება და დაბადების დღის ციფრულ სივრცეში მილოცვა.
უმჯობესია ძველი დრო გაიხსენოთ და თქვენთვის საყვარელ ადამიანს მისალოცი ბარათი გაუგზავნოთ.
გააფრთხილეთ თქვენ გვერდზე მჯდომი, სანამ ტელეფონს ხმამაღალ საუბარზე გადაიყვანთ
ხშირად მანქანის ტარების დროს ან სხვა საქმის კეთებისას ტელეფონს "სპიკერზე" ვრთავთ, რაც შეიძლება ჩვენთან ერთად მყოფი ადამიანებისთვის უსიამოვნო იყოს. გააფრთხილეთ თქვენ გვერდით მყოფები და ასევე ის, ვისაც ესაუბრებით და შემდეგ ჩართეთ "სპიკერი".
არ დაურეკოთ გაუფრთხილებლად
მეგობართან, ახლობელთან და კოლეგასთან გაუფრთხილებლად დარეკვა ეტიკეტის ნორმებში არ შედის. გაითვალისწინეთ, თქვენი სურვილით დარეკვას ჯობს წინასწარ გააფრთხილოთ ადამიანი და შემდეგ დაურეკოთ მას.
არ მონიშნოთ ფოტოზე არავინ ნებართვის გარეშე
ფოტოს გადაღება უნებართვოდ დიდი უკულტურობაა, თუმცა ამაზე დიდი სირცხვილი მის დაუკითხავად ამ ფოტოს დადება და მონიშვნაა. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ამ ადამიანს ფოტოზე გამოჩენა საერთოდ არ უნდოდეს.
არ დაგავიწყდეთ შეფასებების დაწერა
ალბათ, რესტორანში ან რომელიმე მაღაზიაში შეფასების წიგნაკი გინახავთ. ასევეა სოციალურ ქსელებშიც - შეხვდებით მსგავს შეფასების გრაფებს.
ეტიკეტის წესების თანახმად, თქვენ ყველა რესტორანში, სადაც იყავით, პატარა შეფასება უნდა დაწეროთ, რაც თქვენი მხრიდან რესტორნის პატივისცემას გამოხატავს და სასიამოვნო ჟესტია.
არ გამოიყენოთ ბევრი ჰეშთეგი
ბევრი ჰეშთეგი უკულტურო საქციელია, არასდროს გადაამეტოთ ის და შეეცადეთ, ყოველთვის დაიცვათ ბალანსი.
დაიცავით ბალანსი რესტორანში სტუმრობის დროს
შეეცადეთ ბალანსი ამ შემთხვევაშიც დაიცვათ, რადგან ზედმეტი უხეშობა და ზედმეტი ლმობიერება კარგი არ არის, ეს ეტიკეტის საზღვრებს სცდება.
არ გამოიყენოთ ტელეფონი კომპანიაში ყოფნის დროს
მუდივად ტელეფონში Instagram-ისა და Tik-Tok-ის სქროლვა მიუღებელი საქციელია. სცადეთ, თქვენი ტელეფონზე დამოკიდებულება გააკონტროლოთ, რადგან საზოგადოებაში მუდამ ტელეფონში ყურება უკულტურობაა.
აკონტროლეთ მადა წვეულებებზე
წვეულება ის ადგილი არ არის, სადაც საჭმელად უნდა მიხვიდეთ. სცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ჭამის მადა, რადგან ხალხი ამას არაეთიკურად მიიღებს და ეტიკეტის ნორმებს აუცილებლად გასცდებით.
არ მიაჯახუნოთ მანქანის კარი
ტაქსიში, მეგობრის მანქანასა და სამარშრუტო ტაქსიში კარის მიჯახუნება უკულტურო ჟესტია. სცადეთ ნაზად, უხმაუროდ მიხუროთ კარი და ეტიკეტის ნორმები დაიცვათ.