ექიმ გიორგი ღოღობერიძეს სოციალური ქსელიდან ყველა იცნობს და ბევრი ადამიანიც გულშემატკივრობს. მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც გიორგიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სიყვარულში არ გაუმართლა.
რა დროს იბნევა, ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რა მავნე ჩვევა აქვს, რა არის მისი ბედნიერება, რისი ეშინია და რას არ გააკეთებს არასდროს, ამ კითხვებზე ექიმმა ვრცელი პასუხი გასცა ჟურნალ "გზის" ჟურნალისტს.
- ბედნიერი ვარ, რომ... ხალხს ვეხმარები. ძალიან მოკლე დროში საზოგადოების კეთილგანწყობა მოვიპოვე. ეს გულწრფელობის გამო მოხდა.
- ვიბნევი... როცა ისეთ შეკითხვებს მისვამენ, რომლებიც მედიცინას არ ეხება.
- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი... ეს ის დღეა, როცა დედა გარდაიცვალა.
- პირველად რომ შემიყვარდა... 13 წლის ვიყავი. მივედი და ვუთხარი, რომ მიყვარდა. თავიდან ძალიან მორიდებული ვიყავი. ეს ურთიერთობა ცალმხრივი იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდა.
- ახლა შეყვარებული... არ ვარ.
- კარიერა პირადი ცხოვრების აწყობაში... ხელს მიშლის თუ არა? პირადი ცხოვრების აწყობაში ჩემი მიზანდასახულობა მიშლის ხელს. ამჟამად პროფესიულ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული.
- ყოველთვის შეუძლია კარგ განწყობაზე დამაყენოს... მამაჩემის ზარმა. აჭარაში ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებ და ამიტომ დღეში მინიმუმ ორჯერ ვეხმიანებით ერთმანეთს.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი... ჭაღარა თმას.
- ყოველთვის მრცხვენია... როცა რაღაცის გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ... ტყუილს არ ვიტყვი.
- მენატრება... დედა.
- ჩემი მავნე ჩვევაა... "ფასტ ფუდის" სიყვარული, რაც ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის, მაგრამ დრო არ მრჩება იმისთვის, რომ სადილები ვამზადო.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>