სიახლე

"მიყვებოდა, რომ იწვა ლოგინში, აზრს ვერ ხედავდა ცხოვრების... ჩემთვის კი ვიფიქრე, ამას რაღაც მიზეზი ექნებოდა-მეთქი" - რას იხსენებს ფაცაცია მაყაშვილზე?

"მიყვებოდა, რომ იწვა ლოგინში, აზრს ვერ ხედავდა ცხოვრების... ჩემთვის კი ვიფიქრე, ამას რაღაც მიზეზი ექნებოდა-მეთქი" - რას იხსენებს ფაცაცია მაყაშვილზე?
მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკა ფა­ცა­ცია სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს მსა­ხი­ობ­სა და კო­ლე­გას, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა.

რო­გორც ფა­ცა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნა, მას ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის­გან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და, ხში­რად მო­უს­მე­ნია, რომ წარ­სულ­ში მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და, თუმ­ცა ძა­ლა­დო­ბა­ზე არა­ფე­რი იცო­და.

"არ­სე­ბობს ისე­თი სტრე­სე­ბი, რომლებთან გამ­კლა­ვე­ბა ხდე­ბა ურ­თუ­ლე­სი. ეს ხდე­ბა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნის მი­ზე­ზიც კი და ეს გა­დახ­და ჩვენს კო­ლე­გას, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს, რო­მელ­საც სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ.

რო­დე­საც ის მიყ­ვე­ბო­და საგ­რი­მი­ო­რო­ში, რომ ამ­დე­ნი ხანი იწვა ლო­გინ­ში, ვერ დგე­ბო­და,
აზრს ვერ ხე­დავ­და ცხოვ­რე­ბის, ჩემ­თვის კი ვი­ფიქ­რე ამას რა­ღაც მი­ზე­ზი ექ­ნე­ბო­და-მეთქი... მე არ ვი­ცო­დი ეს მი­ზე­ზი. რო­გორც მო­ვის­მი­ნეთ, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო მე­უღ­ლის­გან.

ადა­მი­ანს მა­შინ შე­უძ­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც უკვე მო­ი­ნე­ლებს იმ დიდ ტრა­გე­დი­ას, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო. ამი­ტომ დას­ჭირ­და ნი­ნუ­ცას ამ­დე­ნი წელი, რომ ეპო­ვა ძალა, რათა ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ეთ­ქვა" - აღ­ნიშ­ნა თიკა ფა­ცა­ცი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია. ბესო ზან­გურ­მა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო და მას სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93