მსოფლიოში აქამდე სულ 65 ქალი ასტრონავტი იყო. 27 წლის ნორა ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან კი, საერთო ჯამში, გახდა 66-ე და პირველი არაბი ქალი ასტრონავტი.
შეიხმა მუჰამედ ბინ რაშინ ალ მაკტუმმა "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საემიროებს ორი ახალი ასტრონავტი ჰყავს - ალ მატროში და მუჰამედ ალ მულა. ეს ორი შეუერთდება აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს, NASA-ს და მის ახალ მისიებში ჩაერთვება.
"ჩემმა ქვეყანამ დაუვიწყარი მომენტი მაჩუქა. ჩემი მიზანია, ძალიან ბევრი ვიმუშაო იმისთვის, რომ ისტორია დავწერო, რომელიც დაუვიწყარი იქნება და სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, - დაწერა სოციალურ ქსელში ალ მატრუშიმ.
ვნახოთ 8 მნიშვნელოვანი ფაქტი პირველი არაბი ქალი ასტრონავტის შესახებ:
1. ალ მატრუში 1993 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, შარჯაში დაიბადა. მან 2015 წელს არაბთა გაერთიანებული საემიროების უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ბაკალავრის ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში.
2. ის აირჩიეს 4000-ზე მეტი კანდიდატიდან, რათა ჩაერთოს მომავალში კოსმოსურ მისიებში.
3. მატრუში არის მექანიკური ინჟინერიის ამერიკული საზოგადოების წევრი და ამჟამად მუშაობს კომპანია National Petroleum Construction-ში.
4. ალ მატრუში მართავდა პროექტებს აბუ-დაბის ეროვნულ ნავთობ-კომპანიაში.
იხილეთ სრულად