სიახლე

ქართველი ემიგრანტის “გაქცევა” იტალიურად - სახალისო პოსტი

ქართველი ემიგრანტის “გაქცევა” იტალიურად - სახალისო პოსტი

გთავაზობთ სახალისო პოსტს რომელსაც სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი Iako Tazi ავრცელებს.

"რომ იტყვიან ხოლმე ყველაფერი ქართველებმა უნდა მოიგონოსო ზუსტადაც რომ ასე ააა,მეგობარი მირეკავს რომ ჩემთან გამოდი პიცაზე I’m გეპატიჟებიო,ხოდა მეც გადავწყვიტე წასვლა მოვირთე მოვიკაზმე და წავედი ,წინა დღეს ქართველები მესაუბრებოდნენ რომ ერთ , ბილეთს ორჯერ ვატარებთ, მეც ეს ეკონომიურად გაზრილი ქალი ჩავეძიე როგორთქო და მასწავლეს, ხოდა მეც სახლში დაბრუნებულმა ეს ბილეთი “კანტენჯინით”. ქართულად ქლორიი რომ არის მასში ჩავყავი ყურისჩხირი და ის მეტროში გამოყენებული

ბილეთს წავაშორე დრო და საათი, ხოდა ამ ბილეთი წავედი სამგზავროდ.

კონტროლიორებმა შემიმოწმეს და სულ ჩესტის აღებით გამაცილეს.გემრიელად ჭამეს ჩემი ცუღლუტობები.იქიდან საღამოს რომ ვბრუნდები , უკანა გზაზე,ავედი ავტობუსში ამდროს ამომყვნენ კონტროლიორები, ყველას ამოწმებენ მე გაჭიმული ვზივარ და მეიმედება ეს ჩემი ქლორით გადაშლილი ბილეთები რომელიც ახლიდან მოვშტრიხე ახალი თარიღით.., მოვიდა ჩემი რიგიც ,ბილეთი ვაჩვენე გადაბრუნა და დაინახა რომ რაღაც ისე ვერას როგორც სხვაბილეთები, გაჩერდა ავტობუსი და მეუბნება რომ ჩამობრძანდიო ნუ მეც ჩავედი ამაყად და ვუმტკიცებ რომ ეს ბილეთი ასეთი იყო როცა ვიყიდე????ნუ რას მოატყუებ ამ იტალიელ მაფიოზებს????????????და მეუბნება ან 50 ევროს გადავიხდიდი ჯარიმას ან საემიგრაციოში წამიყვანდა და იქ გამომიწერდნენ ჯარიმას, თან ამ ბილეთს დაჰყურებდა და ერთმანეთში ბჭობდნენ ეს ორი ნათლიმამა თუ რა მოეხერხებინათ ქართველი ჯიუტი ქალბატონისთვის რომელიც კახურად არ ტყდება.????????

ძალს იქით ისინი არიან და ძალს აქეთ მე ვარ..
არც საჯარიმოს ვაწერინებ და არც ამ მძიმე დანაშაულს ვაღიარებ რომ ბილეთი გაყალბებული მაქვს..არადა ეს ორი ჩაპუტკუნებული შუაასაკის მამაკაცი კოტიტა თითების ქნევით მემუქრებიან რომ პოლიციას დამაყრნებენ..შამოიგდო ერთერთმა ფურცლების დასტა ღიპზე და ემზადება რაღაცეების დასაწერად,მეორე კი ბეცივით ხან მე მომჩერებია და ხან თავის კოლეგას…რაღაი ვიზამდი ქაა..????‍♀️
რო ამოვკარ დეზებს და ჩავრთე გაზი,ისეთი მოვკურცხლე რომ გაკვირვებისგან შვიშტოკი შერჩა პირზე ერთერთს ,მეორეს კი ღიპზე მაგიდასავით შემოლაგებული ფურცლები..????

გამომეკიდებოდნენ თუ რაა???????????????.
ისე მოულოდნელად ავიწიე ეს გრძელი სარაფანა რო ადვილად გავქცეულიყავ რომ მეთვითონაც გამიკვირდა ჩემი თავის .. სარაფანა ხელებით ზეით აკუჭული ნამის ჭიპთან მეჭირა ,სირბილი რო შამძლებოდა????????????

დაკარგული თაგვივით დევეშვი პირქვე და ისე გავრბოდი ფერარითაც კი ვერ დამეწეოდნენ ????????????.

მას შემდეგაც შემხვედრიან ეგ ორი მუტრუკი ტრანსპორტში მარა ხმას ვერ მცემენ.????აღიარება უჭირთ რომ მოვუგე????????

ნამის ლუპით მიმოწმონ მას შემდეგ ბილეთი .სულ მზადყოფნაში არიან როდის გამომიჭერენ მეორედ მარა ის ავიწყდებათ ასეც რომ მოხდეს და დამიჭირონ მეორე სერიას ვანახებ “გაქცევას”, - წერს ემიგრანტი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Ciala
Ramdeni wicine,kino rom gadaigon mercmunet zalian ixalisebx makurebeli
12:20 / 01-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93