სიახლე

გაზაფხულის სტილის სიმბოლო - უკრაინული "ვოგი" ირაკლი მაქაცარიაზე წერს

გახსნილი, კეთილი და უბრალო ადამიანი - ასე ახასიათებს ირაკლი მაქაცარია საკუთარ თავს უკრაინულ "ვოგთან" ინტერვიუში. გამოცემა ქართველი ტელესახის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ის უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მამაკაცია. ირაკლი არაერთ უკრაინულ შოუში იყო მიწვეული არამხოლოდ მონაწილის, არამედ ჟიურის ამპლუაშიც. როგორც ცნობილია, ირაკლი მაქაცარია კინოპროდიუსერია და მისი კომპანია Maq Entertainment-ი ბოლივუდთან აქტიურად თანამშრომლობს.

ის, რის გამოც ტელესახე "ვოგის" ყურადღების ცენტრში მოექცა, მისი სიყვ
არულია მოდის სამყაროსადმი. სოციალურ ქსელში ირაკლი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ლუქებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. ამჯერად ის გამომწერებს იტალიურ ბრენდ Emporio Armani-სთან თანამშრომლობის შედეგს უზიარებს.

„მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ, რადგან მოდის ტენდენციები მუდმივად იცვლება და მას ფეხს არ ვუწყობ. ჩემთვის მთავარია, გამოვიყურებოდე კომფორტულად და ჰარმონიულად. შემიძლია მოვირგო როგორც სპორტული, ისე კლასიკური სამოსი", - ამბობს მაქაცარია ინტერვიუში.
რაც შეეხება Emporio Armani-ს, ირაკლი აღნიშნავს, რომ ამ ბრენდთან პირველად შეხება ხუთი წლის წინ სტამბულში ჰქონდა. როგორც მან განმარტა, "არმანის" წარმატებაზე ყველაზე ხმამაღლა მისი ისტორია, ხარისხი და დიზაინი საუბრობს. მისი აზრით, არმანი ქმნის თანამედროვე დღის წესრიგს მოდის სამყაროში.

უკრაინული "ვოგი" ირაკლი მაქაცარიას ბავშვობის ოცნებებითაც დაინტერესდა. ტელეწამყვანმა გაიხსენა, რომ ყოველთვის სურდა, მაიკლ ჯექსონად გარდასახულიყო. მისი სტილი, მანერები, მოძრაობები ირაკლისთვის ყოველთვის მისაბაძი იყო და ამ სურვილის ასრულება ზრდასრულ ასაკში, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ საშუალებით მოახერხა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ირაკლის საყვარელი მსახიობი მარლონ ბრანდოა, რომელსაც სტილის სიმბოლოდაც განიხილავს. თვლის, რომ მამაკაცს სმოკინგი ან უხდება, ან არა, შუალედი ამ საკითხში არ არსებობს. „იმედი მაქვს, მე პირველ კატეგორიას მივეკუთვნები“ - აღნიშნავს ირაკლი.

ირაკლი მაქაცარია სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ქართველი თუ უკრაინელი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ირაკლიმ ცოტა ხნის წინ გამომწერებს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა და მეგობარ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ჩემი ცხოვრების სიყვარული“. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავ მილოცვასთან ერთად გულდაწყვეტილი გოგონების არაერთი კომენტარიც დაიმსახურა. ირაკლის რჩეული 19 წლის მომღერალი ლიზა ჩიჩუაა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93