ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. კავსაძე 85 წლის იყო. მან კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კვლავ კლინიკაში მოათავსეს.
კვირების განმავლობაში ის საავადმყოფოში მკურნალობდა.
კავსაძის გარდაცვალების შესახებ რუსთაველის თეატრის "ფეისბუქგვერდზეც" წერენ:
"რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.
კახი კავსაძე დაიბადა 1935 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1959 წლიდან."