ცოტა ხნის წინ ტელეწამყვან მაია ასათიანს დაბადების დღე ჰქონდა.
მაიამ საყვარელი ადამიანებისგან და გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
დაბადების დღეზე გადაწყვიტა, რომ დასასვენებლად წასულიყო, ზღვის ხედით დამტკბარიყო და ცეცხლოვანი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, რაც მის ცხოვრებაში არსებულ სასიამოვნო, გრანდიოზულ სიახლეს ასახავს.
ჩანს, რომ ტელეწამყვანი შეყვარებულია და თავის რჩეულთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას აღარ ერიდება.
თუმცა, მაიამ გადაწყვიტა, რომ ჯერ თავისი რჩეულის სახე არ გამოაჩინოს და ერთგვარი ინტრიგა დაგვიტოვა.
ფაქტია, რომ ხელების რომანტიკული ფოტო და ფოტო, სადაც ერთმანეთს ეხუტებიან, სიყვარულის მანიშნებელია.
გამომწერები კმაყოფილებას ღიად გამოხატავენ და ეს სიახლე დადებითად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მაია ისევ "პროფილის" წამყვანი იქნება. "ახალი პროფილი" "ტვ პირველზე", ყოველ ოთხშაბათს გავა.