საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის ჩუქებას მიზეზი არ სჭირდება. ერთმანეთის გახარება დაბადების დღის, ან რაიმე დღესასწაულის გარეშეც შეგვიძლია და მნიშვნელობა არ აქვს, საჩუქრის ფასს, რადგან ადრესატს სწორად შერჩეული სიმბოლური საჩუქარიც არანაკლებ გაახარებს.
ამ სტატიაში რამდენიმე ბიუჯეტურ და ორიგინალურ საჩუქრის იდეას შემოგთავაზებთ. ხოლო ის, თუ როდის და რა ვითარებაში გაახარებთ საყვარელ ადამიანს, თავად გადაწყვიტეთ!
დაპრინტული მაისური არასოდეს გადადის მოდიდან. ის ყოველ ზაფხულს აქტუალურია. გოგოსაც და ბიჭსაც ძალიან გაახარებთ, თუ მაისურზე მათი ხასიათის შესაბამის ნახატს, ან ნაწერს დაუბეჭდავთ. შეგიძლიათ მისი საყვარელი ფრაზა დააწეროთ, ან რაიმე სასაცილო ტექსტი. უბრალოდ ლამაზი ნახატი, ან ადრესატის საყვარელი ჯგუფის თემატიკა შეარჩიოთ. მაღალი ხარისხის პრინტი და მაისურები შეგიძლიათ ნახოთ favshop.ge-ს ტექსტილის კატეგორიაში. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მზა სახით, ასევე შეუკვეთოთ თქვენი სურვილისამებრ. ასეთი საჩუქარი ერთდროულად ორიგინალურიცაა, პრაქტიკულიც და ბიუჯეტურიც.
შეიძლება იფიქროთ, რომ ჭიქა ბანალური საჩუქარია, მაგრამ ეს სწორედ ის ნივთია, რომელსაც ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ. სახლშიც და სამსახურშიც. ამიტომ, ლამაზი, განსხვავებული და ხარისხიანი ჭიქა მუდამ სასურველი საჩუქარია. ეს ორიგინალური ჭიქები ბამბუკისგან და ნატურალური კორპისგანაა დამზადებული. სადა, ხარისხიანი და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული იყავით, ის ყველას მოეწონება.
ზაფხულის სეზონზე ტილოს და ნაჭრის ჩანთები ძალიან კომფორტულია. ხოლო თუ დიზაინში თქვენი მეგობრის ცოტაოდენი პერსონალური ხასიათის შტრიხებსაც შეიტანთ, ძალიან სასიამოვნო, ორიგინალურ და ბიუჯეტურ საჩუქარს მიიღებთ. სასურველი დიზაინის ჩანთა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, favshop.ge-ზე შეარჩიოთ.
სიმბოლური, პრაქტიკული და ბუჯეტური საჩუქრების სიაში საპატიო ადგილს იკავებს ბლოკნოტი. საქმიანი ადამიანისთვის პრაქტიკული და ლამაზი ბლოკნოტი ძალიან კარგი საჩუქარია. ზაფხულის განწყობას მას ციტრუსის, ან ყვავილების პრინტით შეუქმნით.
არაჩვეულებრივი საჩუქარი საქმიანი ადამიანებისთვის იქნება ორგანაიზერი - დამტენით. ბამბუკის ორგანაიზერი საოფისე მაგიდასაც მოუხდება და ადრესატისთვისაც ძალიან საჭირო და გამოსადეგი საჩუქარი იქნება.
იმედია ეს რჩევები საჩუქრის არჩევაში დაგეხმარებათ, ან ინსპირაციას მოგცემთ, გაახაროთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები.
გახსოვდეთ, რომ მთავარია აჩუქოთ გულით და სიყვარულით!