სიახლე

"ქალი, რომელიც ქმარს გაშორებულია და შვილი ჰყავს, ახალი ურთიერთობისთვის სასურველად აღარ ითვლება" - რას წერს ქალი ცხინვალიდან

"ქალი, რომელიც ქმარს გაშორებულია და შვილი ჰყავს, ახალი ურთიერთობისთვის სასურველად აღარ ითვლება" - რას წერს ქალი ცხინვალიდან
სამხრეთ ოსეთში განქორწინების მაღალი მაჩვენებელია. ზოგ შემთხვევაში, ბეგბედერის მსგავსად, სიყვარული მხოლოდ სამ წელს გრძელდება, ზოგიერთი ვერ ეგუება ცხოვრების ახალ სტილს.. მიზეზი, ცხადია, ბევრია. განქორწინების შემდეგ შვილები, უმეტესად, დედებთან რჩებიან. შვილიანი ქალი კი ხელახალი ქორწინებისთვის ან ურთიერთობისთვის სასურველად აღარ ითვლება.

იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ასე, თავად ოსი ჟურნალისტი წერს და მიზეზად არაერთი ფაქტორი მოჰყავს. საშუალოსტატისტიკური ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს და ქმარს გაშორებულია, იშვითად აღიქმება სერიოზულად. ბევრ მამაკაცს აშინებს „სხვისი შვილები“, თუმცა, როცა ერთ ადამიანს მეორე
უყვარს, ის ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არის - შვილებით, ოჯახითა და მეგობრებით, ყველაფრით, რაც საყვარელი ადამიანის ცხოვრებას თან ახლავს. თუ ასე არ ხდება, მაშინ არც სიყვარული არსებობს.
რა უბიძგებს მამაკაცს, თქვას: „მე არასდროს ვიქორწინებ განათხოვარ ქალზე?“ ცხადია, ამის მიზეზი თავდაჯერებულობის ნაკლებობა და საკუთარი თავისადმი ეჭვია. ასეთ მამაკაცებს უბრალოდ არ სჯერათ, რომ შეიძლება ვინმესთვის მოსაწონნი გახდნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპი - „კაცი - მარჩენალი, ქალი - დიასახლისი“. ქალი წერს, რომ ეს მიდგომა მის მხარეში, და არამარტო, ისევ დომინანტურია. შეიძლება ორასი წლის წინ ეს თეზისი გამართლებული და მისაღები იყო, თუმცა დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალმა, თუნდაც ის მარტოხელა დედა იყოს, იცის, როგორ იმუშაოს სამ სამსახურში ერთდროულად, ერკვეოდეს მანქანის მექანიკის დეტალებში, იმოგზაუროს აზიიდან ამერიკაში და უბრალოდ ისიამოვნოს ცხოვრებით. ქალი, თუნდაც ის მარტოხელა დედა იყოს, დღეს თავისუფალი და ძლიერია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93