ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელის მეშვეობით რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის "იმედის" ეთერში გამოსვლას ეხმაურება. ნათიას თქმით, გიორგი უდანაშაულო მსხვერპლია, რომელიც გადაცემაში "პრაიმშოუ" მიიტყუეს.
„რა მაგის პასუხია და, გადაცემაში ის უდანაშაულო მსხვერპლი რომ მიიტყუეს, ბენ აფლეკს ჰგავდა და კაი იყო. ოპონენტიც ლამაზი ქალია და ბენ აფლეკის მოკვლას რომ ცდილობდა, იყო ამაში რაღაც რომანტიკულად სანახაობრივი (არ მიმკურნალო ნაძირალავ! – მეტაფორაა ერთგვარი).
დაბოლოს, რის აღმოჩენაც ყოველთვის ერთნაირად სასიხარულოა, ადამიანები არც ისე აგრესიულები არიან, როგორიც ტელეწამყვანებს ჰგონიათ და უმეტესობა მსხვერპლის გადარჩენის ჯანსაღ ინსტინქტს ავლენს. მასალის დამუშავების და პუბლიკისთვის მიწოდების უფლება კი სამედიცინო განათლების პირს კი არა, ნებისმიერ ადამიანს აქვს, ვისაც უცხო ენაზე სტატიის წაკითხვა და თარგმნა შეუძლია და მით უმეტეს, თუ იმდენი განათლებაც აქვს ამ სფეროში, რომ საკუთარი სიტყვებით გადმოცემა და გამარტივებაც გამოსდის.
ჰოდა, ბედნიერი დღე ყველას ცალ-ცალკე და ერთად. მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა ბოლოს“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>