პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალური ქსელის მეშვეობით რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის ტელეეთერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას სოლიდარობას უცხადებს.
“ჩემთვის მიუღებელია მიიწვიო ადამიანი შენს ტერიტორიაზე და იქ საქვეყნოდ მოუწყო თავდასხმა!
რეიტინგი წარმავალია, გადაცემებიც დახურულა, ესეც გვახსოვს და ის, რომ დღეს ყველა ამის გამო გლანძღავს, რეიტინგს არ დებს, პირიქით, აზიანებს!
პარდონ ჩემს მეგობრებთან, მაგრამ ასეა!”, - წერს ნატო დუმბაძე.
ცნობისთვის, ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე "პრაიმშოუში" ნინო ნადირაძემ იმის გამო გააკრიტიკა, რომ მას ჯერ ექიმის დიპლომი არ აქვს და საზოგადოებას სამედიცინო პოდკასტის მეშვეობით არ უნდა აძლევდეს რჩევებს.