ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.
ანუკი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“ აქტიურია და გამომწერებთანაც ხშირად აქვს კომუნიკაცია. „ფოტოებს რითი იღებ?“ , „მარტოობა თუ გიყვარს?“, „როგორია ნამდვილი ანუკი არეშიძე?“, „რას შეცვლიდი შენში?“ - ამ და სხვა არაერთ კითხვას ანუკიმ ამჯერად „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით უპასუხა.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე, სურს თუ არა მას გოგო შვილი, ანუკიმ დაწერა: „მოკლედ, უამრავი შეკითვა მივიღე გოგო შვილთან დაკავშირებით, რჩევები და გამოთვლებიც კი, რისთვისაც გულითად მადლობას მოგახსენებთ ყველას. რა თქმა უნდა, გოგო შვილი ყოველთვის მინდოდა, პირველივე შვილიდან, ვიცი, რომ გოგოს მშობლები ძალიან სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ. მე, ალბათ, მომავალი ოთხი რძლის სიყვარულით შემოვიფარგლები“.
„როგორ ასწრებ ამდენ რამეს? ენერგიას როგორ ანაწილებ?“ - ამ კითხვაზე ანუკიმ გამომწერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და დაწერა, რომ ყველაზე უფრო დილით ადრე ადგომა ეხმარება: „დილით ადრე ადგომა ძალიან მეხმარება, დღე გრძელია და უფრო მყოფნის, მაგრამ კიდევ ვერ ვასწრებ ბევრ რამეს, მაგალითად, საკუთარი თვისა და მეგობრებისთვის დრო აღარ მრჩება. ვცდილობ ღამის 12 საათს დაძინება არ გადავაცილო, რომ ძილი 8-9 საათი გამომივიდეს“ -წერს ანუკი არეშიძე.
„ანუკი, შენ ჩემი უდიდესი შთაგონების წყარო ხარ“, „ძალიან ძლიერი მოტივატორი ხარ ყველასთვის“, „ასეთი ნაზი და საყვარელი როგორ ხარ?“, „ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი ხართ, თქვენგან ბევრი კარგი მაგალითი ამიღია“, „ნეგატივი თქვენგან ძალიან შორსაა, სხვა სამყაროდან ხართ“ - ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომპლიმენტებისა, რაც ანუკიმ გამომწერებისგან მიიღო, საპასუხოდ კი მათ საკუთარი გამოცდილების შესახებ არაერთი სასარგებლო რჩევა გაუზიარა.