ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს 36 წლის ბიჭმა 14 წლის უცნობი გოგო გადაარჩინა, თავად მდინარე მტკვარში დაიხრჩო. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი მამაკაცი მსახიობ ილო ბეროშვილის მეგობარი, 36 წლის შოთა ქარსელაძეა, რომელმაც ცურვა არ იცოდა.
მსახიობი და ტელეწამყვანი მეგობარზე ჰყვება, რომ ეს ადამიანი ყველას დახმარებას ცდილობდა.
„უკარგესი ადამიანი იყო, რომელიც ყველას ეხმარებოდა და ყველას გვერდში ედგა. სწორედ ამით იყო გამორჩეული.
თავმდაბალი, წყნარი, ჩუმი და ვაჟკაცი ბიჭი იყო.
ბედისწერაა, როგორი სახელიც ჰქონდა, ისეთი ამბავი მოუვიდა. სულ სხვის გადარჩენას და დახმარებას ცდილობდა. ყველასთვის სიკეთის გაკეთება უნდოდა“, - ამბობს „დაიჯესტთან“ ილო ბეროშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>