მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში 34 წლის შოთა ქარსელაძის შესახებ წერს, რომელმაც მტკვარში გოგონა დახრჩობას გადაარჩინა, თავად კი დაიხრჩო.
„ცურვა რომ არ იცი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად იბრძვი, მეტი რა უნდა შეძლო ამ ცხოვრებაში, სხვა არც არის წმინდანობა და გმირობა.“ - წერს მამა პეტრე.
ცნობისთვის, ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძემ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
როგორც აღმოჩნდა, დაღუპული მსახიობ ილო ბეროშვილის ძმაკაცი იყო. "ბედისწერაა, როგორი სახელიც ჰქონდა, ისეთი ამბავი მოუვიდა" - ილო ბეროშვილი გარდაცვლილ მეგობარზე საუბრობს