ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე "რიონის ხეობის მცველების" ჩამოსვლას ეხმაურება.
"თუ ვინმეს მიმართ გამიჩნდა ამ ბოლო დროს პატივისცემა, მართლა გულით მიხაროდა, რომ ვხედავდი და მჯეროდა, მინდოდა დამეჯერებინა ალბათ უფრო, როგორც ჩანს, რომ არსებობენ ნამდვილი, სუფთა, პატიოსანი ადამიანები. თუ ვინმეზე დამწყდა და ჩამწყდა დღეს გული, ვარლამია. მისი დანახვა ამ სისხლისმსმელი ადამიანების გვერდზე.... იმედი გამიცრუა საკუთარმა თავმა, ამდენი ოპტიმიზმი, უკვე იდიოტობისკენ მიმავალ გზას ჰგავს. მენანები ვარლამ, ძალიან მენანები... ასეთია შენი ღმერთი? ასეთია შენი ეროვნული ერთობა? 42 წლის ვარ და ისევ ბავშვივით მიამიტი, როგორც ჩანს, ან უბრალოდ, იდიოტი", - წერს კალატოზიშვილი.