რატი დურგლიშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალია. ის მაკა ზამბახიძესთან ერთად „დუეტი ჯორჯიას“ სახელით არაერთ მუსიკალურ კონკურსში იღებდა მონაწილეობას.
როგორც ყველა, პანდემიამ რატიც აიძულა, აქტიური ცხოვრების წესი შეეცვალა, უარი ეთქვა მოგაზურობაზე და დრო, ძირითადად, სახლში გაეტარებინა. როგორც ის არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მუსიკისთვის ნაკლებად იცლიდა, უფრო მეტად ხატვითა და ძერწვით იყო დაკავებული. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა ბიზნესი წამოიწყო და კვების ობიექტი გახსნა, სადაც მომხმარებლებს ესპანური რეცეპტებით მომზადებულ განსხვავებულ კერძებს შესთავაზებს: „ყველამ იცის, რომ გურმანი ვარ და გემრიელი კერძები მიყვარს. მსგავსი საკვები ამერიკაში გავსინჯე და გადავწყვიტე, რომ ასეთი ობიექტი საქართველოშიც გამეხსნა“ - ამბობდა რატი.
როგორც ჩანს, მომღერალი ფიზიკურადაც შრომობს და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს: „ძლივს მოვრჩი. გადავდივარ ახალ ეტაპზე. 1900 აგური - უკვე სიზმარში ვხედავ, მაგრამ საერთოდ სხვა შეგრძნებაა, როცა საკუთარი ხელით აკეთებ“ - წერს რატი დურგლიშვილი.