ოტ კუტიური Haute Couture Fashion Week ყველაზე ძველი და პატივსაცემი მოდის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც დიზაინერები წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში, დადგენილი მკაცრი წესების დაცვით თავიანთ შემოქმედებას პარიზში წარადგენენ.
ამიტომ, რადგან ახლა კვირეულის ჩვენებებს განიხილავს ყველა, კარგი იქნება, თუ მიმოვიხილავთ როგორც სახელს, ასევე ჩვენების კონცეფციას და მნიშვნელობას.
ოტ კუტიურის ცნება პირველად მე-19 საუკუნეში, პარიზიდან იწყება. მიუხედავად ამისა, პირველი კუტიურიე არა ფრანგი, არამედ ბრიტანელი დიზაინერი ჩარლზ ფრედერიკ უორტია, რომელსაც „პირველ კუტიურიედ“ და „ოტ კუტიურის მამად“ მოიხსენიებენ. ოტ კუტიურის დაბადების თარიღად კი 1858 წელი უნდა მოვიაზროთ, როცა ჩარლზმა პარიზის ქუჩა de la Paix-ის 7 ნომერში თავისი პირველი Couture მოდის სახლი დააფუძნა.
მისი თავდაპირველი სახელწოდება Chambre Syndicale de la Couture or des Confectionneurs et des Tailleurs pour Dame იყო და შემდეგ უფრო მარტივი ვარიანტით შეიცვალა. FHCM 1868 წელს დაარსდა და საფრანგეთში „ქალის მოდას“, „მამაკაცის მოდას“ და „ოტ კუტიურს“ განაგებს. თავად ტერმინი Haute Couture ლეგალურად დაცული 1945 წლიდან არის და ამ საფირმო ნიშნის მინიჭება მხოლოდ მოდის და ოტ კუტიურის ფედერაციის მიერ ხდება.
უბრალო ოტ კუტიურ კაბის ან კოსტიუმის დასამზადებლად საშუალოდ 150 საათია საჭირო. ხოლო ნაქარგებით თუ სხვა დეტალებით გაფორმებული ოტ კუტიურ სამოსის დამზადებას საშუალოდ 1000 საათი სჭირდება.
10 მორგების ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ ინტენსიურად მოქარგული უნიკალური კაბა თავის კლიენტს სრულყოფილად მოერგოს. პოდიუმიდან შერჩეული მოდელები კი ნაკლებ მორგებას მოითხოვს, როგორც წესი, მხოლოდ ორს, მათი მიწოდება კი ექვსიდან რვა კვირამდე შუალედში ხდება. ზოგიერთ კლიენტს თავისი ზომების შესაბამისი მანეკენებიც აქვს შექმნილი, რათა პარიზში მორგებებზე სიარული არ უწევდეთ.
მსოფლიოს მასშტაბით კუტიურზე მუშაობის შესაძლებლობის მქონე 2200 კვალიფიციური მკერავია. რაც შეეხება ფასს, ოტ კუტიურ კაბის ღირებულება 9000 ევროდან 1 მილიონამდე მერყეობს.
Balenciaga-ში ყოფნიდან მეექვსე წელს ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ საზოგადოებას ოტ კუტიურის კოლექცია წარუდგინა.
სრულად