მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა. მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს, ხოლო ნეკა დოროყაშვილი მოდელისა და დიზაინერის პროფესიას ითავსებს.
ნეკა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და „ინსტაგრამის“ გვერდზე საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. ცოტა ხნის წინ მან შვილთან, ლუკასთან ერთად ეგვიპტესა და დუბაიში იმოგზაურა და არაერთი ფოტოც გამოაქვყენა.
ამჯერად ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამსთორიში“ ერთ-ერთი გამომწერის წერილს აზიარებს: „როცა უყურებ გოგოს და სუნთქვა გეკვრება, უყურებ და გარშემო ყველაფერი ჩერდება, ის მთელ შენს ყურადღებას იპყრობს და მისი ღიმილის წინაშე უძლური ხდები. ამის აღწერა ერთი სიტყვით შეიძლება - ბრწყინვალე. დიახ, შენ ბრწყინვალე ხარ. შენი სული განსაკუთრებულ სილამაზეს მალავს, შენი ტანი კი ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია. ხელოვანები სხვადასხვა მიმდინარეობას აღმერთებენ, ზოგიერთი სიურრეალიზმს პოეზიაში, ზოგიერთი - იმპრესიონიზმს მხატვრობაში, მე კი შენ გაღმერთებ“ - წერია კომენტარში.
ნეკამ ფოტოს თან წარწერა დაურთო, სადაც წერს, რომ ყველა ქალი ისე ბრწყინავს, როგორც მის გვერდით მყოფი კაცი ექცევა მას.