ტელესახე გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. განსაკუთრებით დიდ სიყვარულს იმსახურებს მისი უმცროსი შვილის, ლილეს ვიდეოები.
მოდელი და ტელეწამყვანი „ინსტაგრამზე“ საკუთარ გამომწერებს ხშირად მიმართავს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ამჯერად გვანცამ ვიდეოში კოვიდპანდემიასა და შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა: „ვზივარ ახლა და ჩავფიქრდი, თქვენი აზრიც მაინტერესებს. რას ფიქრობთ ამ პანდემიაზე, მეოთხე ტალღაზე, გახშირდა თქვენ ირგვლივ შემთხვევები? დაგეგმეთ თუ არა გასვლა ხალხმრავალ კურორტებზე? გეშინიათ თუ მოეშვით და გადაიღალეთ? მე, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვარ, მაინც ვერიდები თავშეყრის ადგილებს, მაინც მაქვს შიში, რომ არ შემხვდეს კოვიდი და არ მოვუტანო ჩემი ოჯახის წევრებს. თქვენ რას ფიქრობთ? - ამბობს გვანცა ვიდეოში.
როგორც ჩანს, მის მიმართვას გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოჰყვა. ზოგი წერს, რომ დაიღალა რეგულაციებით, ზოგი შიშს გამოთქვამს, ზოგი კი თვლის, რომ სიტუაციას ძალით ამწვავებენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>