ქართულ ესთეტიკურ ბაზარზე დიდი კონკურენციის პირობებში ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი ესთეტიკურ ცენტრ „ნეო–ნეოს“ უკავია. ეს არის ნოვატორი, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს როგორც აპარატურული, ისე პროცედურული თვალსაზრისით. „ნეო–ნეო“ შექმნის დღიდან შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას ნერგავს. მომხმარებლებს ცენტრში ყველა მოთხოვნადი და ეფექტური პროცედურის ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. მათ შორის კი ერთ–ერთი ლაზერული ეპილაციაა soprano titanium აპარატით.
soprano titanium ლაზერული ეპილაციის სფეროში სრულ ინოვაციას წარმოადგენს. იგი აერთიანებს ფუნქციონალურ შესაძლებლობებს განუმეორებელ კომფორტთან. 4სმ2 დაფარვის არეალით, გაზრდილი სიმძლავრით და მოწინავე გამაგრილებელი სისტემის მეშვეობით, soprano titanium გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოქმედებს. სწორედ ამ აპარატით ემსახურებიან მომხმარებლებს „ნეო–ნეოში“.
დღეს საქართველოში ბევრი სალონი ცდილობს მომხმარებლების მიზიდვას soprano–ს აპარატებით. თუმცა უკმაყოფილო მომხმარებლების დიდი რაოდენობა მიანიშნებს, რომ აღნიშნული აპარატების დიდი უმრავლესობა არაორიგინალია. ეს პრობლემა დღეს საკმაოდ აქტუალურია და ამ თემის შესახებ პოსტებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა თემატურ ჯგუფშიც ხშირად შეხვდებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ორიგინალი აპარატი არაორიგინალისგან.
soprano–ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში არის კომპანია sanso.ge, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის აპარატების ავთენტურობის შესახებ. საიტზე მოცემულია ინფორმაცია იმ ცენტრების შესახებაც, სადაც soprano–ს ორიგინალი აპარატებია განთავსებული. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ესთეტიკური კლინიკა „ნეო–ნეოა“. „ნეო–ნეო“ ერთადერთი ობიექტია საქართველოში, სადაც soprano–ს 3 აპარატია განთავსებული. მათ შორის 2 ბრენდის უახლესი მოდელი, soprano titanium–ია, 1 კი – soprano platinum.
„ნეო–ნეოში“ განთავსებულ ორიგინალ აპარატებს არაორიგინალი აპარატებისგან რამდენიმე ნიშანი განასხვავებს. მათ შორის საყურადღებოა:
ვიდრე გადაწყვეტთ, სად გაიკეთოთ ლაზერული ეპილაცია, აუცილებლად წინასწარ გაარკვიეთ აპარატის ორგინალობის საკითხი. ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ პროცედურაზე მისვლამდე, მისვლის მომენტში კი ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები თავად გადაამოწმოთ. მხოლოდ მას შემდეგ გაიკეთეთ ლაზერული ეპილაცია კონკრეტულ ესთეტიკურ ცენტრსა თუ სილამაზის სალონში, რაც დარწმუნდებით, რომ ორიგინალი აპარტით მოგემსახურებიან.
მნიშვნელოვანია, ის საფრთხეები კარგად გააცნობიეროთ, რომელთა წინაშეც არაორიგინალი აპარატით ეპილაციის გაკეთების დროს შეიძლება აღმოჩნდეთ. გარდა იმისა, რომ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ისედაც გადატვირთული და სტრესული ცხოვრების რეჟიმში კიდევ უფრო მეტ დროს დაკარგავთ უშედეგოდ, დაგჭირდებათ მეტი ფინანსები, შეიძლება ჯანმრთელობასაც კი ავნოთ. არასერტიფიცირებული და გაურკვეველი წარმომავლობის აპარატით ეპილაციის გაკეთების დროს ვერავინ იქნება პასუხისმგებელი, თუ რა სახის დაზიანება შეიძლება მიიღოს კანმა პროცედურის დროს. თან ამ დროს ხომ უფრო მეტი პროცედურის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ორიგინალი აპარატით.
რაც შეეხება ფინანსებს, შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენთვის თითოეული პროცედურის ჩატარების დროს თანხის დაზოგვა მნიშნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ ფინანსური კუთხითაც უფრო მოგებული დარჩებით, თუ პროცედურაში უმნიშვნელოდ მეტს გადაიხდით, მაგრამ ნაკლები პროცედურა დაგჭირდებათ და შედეგიც უკეთესი გექნებათ.
ორიგინალი soprano titanium ქართველ მომხმარებელს ერთ–ერთი პირველი შესთავაზა ესთეტიკურმა ცენტრმა „ნეო–ნეომ“, რომელიც ქართულ ბაზარზე ინოვატორი კომპანიაა როგორც აპარატურული, ისე პროცედურული თვალსაზრისით.