სიახლე

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - მარნეულში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - მარნეულში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
ზემო სა­რალ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი ფაქ­ტე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ 28 წლის მა­მა­კაცს 26 წლის მე­უღ­ლე ორი თვის წინ და­შორ­და, რად­გან მათ კონ­ფლიქ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"ქალ­მა ქმარ­თან და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და სამ შვილ­თან ერ­თად მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა 28 წლის მა­მა­კაც­მა გუ­შინ მი­ი­ღო და იმა­ვე ღა­მეს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის სახ­ლში შე­იჭ­რა.

სრო­ლის შემ­დეგ მან ყო­ფილ მე­უღ­ლეს მან­ქა­ნით გა­და­უ­ა­რა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ყო­ფი­ლი სი­მამ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც 26 წლის შვილ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა.
დაჭ­რი­ლია ამა­ვე ოჯა­ხის კი­დევ ორი წევ­რი, კერ­ძოდ, და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­მა­კა­ცის ყო­ფი­ლი სი­დედ­რი და ცო­ლისძმა, რო­მელ­თა მი­სა­მარ­თი­თაც მან ასე­ვე პის­ტო­ლე­ტი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა" - უყ­ვე­ბი­ან AMBEBI.GE-ს მე­ზობ­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა წუ­ხელ, ყურ­ბან-ბა­ი­რა­მის დღე­სას­წა­უ­ლის დღეს მოხ­და. ასე­ვე წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის თავ­და­პირ­ვე­ლად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ას თა­ვად­ვე ჩა­ბარ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლ ე.ა-ს ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ოჯა­ხის ორი ან მეტი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 21 ივ­ლისს, ღა­მით, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე - 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.პ. და მა­მა­მი­სი - 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.პ. მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა, ხოლო იქვე მყო­ფი გ.პ.-ის დე­დის - 1974 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ა.-ს და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ძმის - 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.პ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ვლას შე­ე­ცა­და, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.
გააგრძელეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93