ზემო სარალში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. მეზობლები ჰყვებიან, რომ 28 წლის მამაკაცს 26 წლის მეუღლე ორი თვის წინ დაშორდა, რადგან მათ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ.
"ქალმა ქმართან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და სამ შვილთან ერთად მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 28 წლის მამაკაცმა გუშინ მიიღო და იმავე ღამეს ყოფილი მეუღლის სახლში შეიჭრა.
სროლის შემდეგ მან ყოფილ მეუღლეს მანქანით გადაუარა, მიზანმიმართული გასროლა განახორციელა ყოფილი სიმამრის მიმართ, რომელიც 26 წლის შვილთან ერთად გარდაიცვალა. დაჭრილია ამავე ოჯახის კიდევ ორი წევრი, კერძოდ, დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცის ყოფილი სიდედრი და ცოლისძმა, რომელთა მისამართითაც მან ასევე პისტოლეტიდან მიზანმიმართული გასროლა განახორციელა" - უყვებიან AMBEBI.GE-ს მეზობლები.
ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დღეს მოხდა. ასევე წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციას თავადვე ჩაბარდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებულ ე.ა-ს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი - 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის - 1974 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და ყოფილი მეუღლის ძმის - 1996 წელს დაბადებული ა.პ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>