გასულ წელს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს კალიფორნიის მასშტაბურ ხანძარს. მეხანძრეები ორი თვის განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ხანძრის გაჩენის გამო, შესაძლოა, პატიმრობა ადგილობრივ წყვილს შეეფარდოს
BBC-ის ცნობით, მასშტაბური ხანძარი ბავშვის სქესის გამხელის წვეულებაზე გამოყენებული პიროტექნიკის შედეგია. ხოლო წყვილს, რომელმაც წვეულება მოაწყო შესაძლოა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.
სამართალდამცველთა ცნობით, მათ მიერ წვეულებაზე დაუდევრობით გაჩენილი ხანძარი მასშტაბურ სტიქიად იქცა და კალიფორნიას მოედო.
რეფუხიო მანუელ ხიმენესსა და ანხელა რენე ხიმენესს რამდენიმე დანაშაულს ედავებიან, მათ შორის გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობას, რომელიც მათივე გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ხანძარს ემსხვერპლა.
კალიფორნიის ხანძარს მაშინ უმძიმესი შედეგი მოჰყვა. დაიღუპა ერთი მეხანძრე, მძიმედ დაშავდა რამდენიმე მათგანი. განადგურდა სახლები და სხვა ქონება, დაიწვა 22 000 ჰექტარი ფართობი.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>