ზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვგეგმავთ, სად გავატაროთ ცხელი დღეები. მთელი წელი ველოდებით, როდის მოვა შვებულება, რომ ქალაქს დავაღწიოთ თავი. თუმცა დასასვენებელ სამზადისს თავისი მინუსებიც აქვს. დამეთანხმებით, ბარგის ჩალაგება და ტანსაცმლის შერჩევა დიდად სასიამოვნო საქმიანობა არ არის. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩალაგების დროს ვუშვებთ, არის ის, რომ ძალიან ბევრი ტანსაცმელი მიგვაქვს თან, რასაც შემდეგ საერთოდ არ ვიყენებთ. ჩემი რჩევა იქნება, წარმოიდგინოთ, რამდენი დღითაც მიდიხართ, რომელ დღეს რას ჩაიცვამთ, "ლუქები" ააწყვეთ და რამდენიმეც ისე დაამატეთ. ასევე, სახლის კომფორტული სამოსიც არ დაგავიწყდეთ. შედეგად თქვენი ჩემოდანიც მსუბუქი იქნება და არჩეული ტანსაცმელიც გამოსადეგი. ვფიქრობ, საზაფხულო სტილი უნდა იყოს კომფორტული და მოსახერხებელი, რადგან დასასვენებლად როდესაც მიდიხარ, გინდა, მოეშვა და ბევრი არ იფიქრო.
თუ ზაფხულისთვის ემზადებით, გადახედეთ ჩვენ მიერ შედგენილ სიას, რომ არ გამოგრჩეთ რაიმე ნივთი, რაც აუცილებლად უნდა იქონიოთ თან.
სადაც უნდა გეგმავდეთ დასვენების გატარებას, საცურაო კოსტიუმი აუცილებლად დაგჭირდებათ. არ არსებობს საზაფხულო ჩანთა მის გარეშე. ზღვა, ტბა, აუზი, მთა - ყველგან გამონახავთ ადგილს მის ჩასაცმელად. გაითვალისწინეთ, რომ თუ ზღვაზე აპირებთ ზაფხულის გატარებას, უმჯობესია თან იქონიოთ 3 ბიკინი: 2 ღია და 1 დახურული. 2 ღია საჭიროა იმისათვის, რომ პირველ რიგში, არ იყოთ მუდმივად ერთ ფორმაში; გარდა ამისა, მზად იქნებით იმ შემთხვევაში, თუ ერთი არ გაშრა ან რამე მოუვიდა. დახურული ბიკინი გამოგადგებათ გრილი ამინდის დროს ან თუ ზედმეტად გაირუჯებით.
მზისგან დამცავი სპრეი და კრემი ალბათ ყველაზე საჭირო ნივთია. დაიცავს თქვენს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან
დამცავის მნიშვნელობა ზოგს არასწორად ესმის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რუჯს ვერ მიიღებთ, რადგან უმეტესობა შეიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავს და ასევე უსაფრთხო გარუჯვის კომპონენტებს. გამოდის, რომ შეგიძლიათ კანი დაიცვათ დაბერებისგან და მიიღოთ ლამაზი რუჯიც.
საზღვაო ჩანთა
ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, რომელიც უნდა წაიღოთ ზღვაზე დასასვენებლად. ის უნდა იყოს კომფორტული და ტევადი, აგრეთვე - მოხდენილი, რადგან უმეტესად მისი ტარება მოგიწევთ.
საზღვაო ქოლგა
ძალიან კომფორტული და საჭირო ნივთია სიცხისგან დასაცავად. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი, ასევე ფართო დასაფენი.
სრულად