სიახლე

"ჩემი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნი­სას სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა: 30 წლის ორ­სუ­ლი, 28 წლის ბიჭი და 22 წლის გო­გო... სამი დღე ტი­რი­ლი და მან­ქა­ნე­ბის მტვრე­ვა ჩან­და ჩემი ფან­ჯრი­დან" - რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი ეპიდ-მდგომარეობაზე

"ჩემი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნი­სას სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა: 30 წლის ორ­სუ­ლი, 28 წლის ბიჭი და 22 წლის გო­გო... სამი დღე ტი­რი­ლი და მან­ქა­ნე­ბის მტვრე­ვა ჩან­და ჩემი ფან­ჯრი­დან" - რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი ეპიდ-მდგომარეობაზე
კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის შემ­დეგ სახ­ლში მკურ­ნა­ლობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ვაქ­ცი­ნამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფაზა გა­და­ა­ტა­ნი­ნა.

რო­გორც ის ჰყვე­ბა, თა­ვად "ფა­ი­ზე­რით" აც­რამ და­იც­ვა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თის შემ­სწრე გახ­და.

"გამომწერეს საავადმყოფოდან და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, ყველაფერი წესრიგშია, ვირუსი ფაქტიურად გამქრალია. განსაკუთრებული მადლობა ლევან რატიანს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უძალიანმაგრეს გუნდს: თამილას, ქეთის, ოთოს და ყველა სხვას.

აქვე გეტყვით რომ ფაიზერის ერთმა დოზამ თავისი საქმე გააკეთა და ყველაზე რთული ფაზა
მარტივად გადამატანინა. ჩვენს სართულზე აცრილები იყვნენ და მათაც მარტივად გადააქვს.

სამწუხაროდ ზედა სართულზებზე სულ სხვა მდგომარეობაა. არ არის საკმარისი საწოლი. მეგობარი 24 საათი ელოდებოდა რომ პალატაში გადაეყვანათ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნისას სამი ადამიანი გარდაიცვალა: 30 წლის ორსული გულის გაჩერებით, 28 წლის ბიჭი ტვინის დაავადებით და ბოლოს 22 წლის გოგოს გაუჩერდა გული. სამი დღე პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან.

მოკლედ ყველა აიცერით, პირბადე ატარეთ, დისტანცია დაიცავით და თავყრილობებს მოერიდეთ. მხოლოდ აცრა არ შველის, ყველა წესი უნდა დავიცვათ.

ეს სურათი პირველ დღესაა გადაღებული, ვისაც პირბადეში გცხელათ დამიჯერეთ ჟანგბადის ნიღაბი უარესია", - წერს ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93