თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა ფაცაცია ექიმ ლევან რატიანის ვიდეოს აქვეყნებს. რატიანი სასიხარულო ამბავს აჟღერებს და ამბობს, რომ 49 წლის ქალი, რომელსაც ფილტვების 24-ქულიანი დაზიანება ჰქონდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნა. თიკასა და ლევანის დიალოგიდან ჩანს, რომ მისი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ პაციენტთა დასახმარებლად: „ლევანმა რა მითხრა, იცით? მე ახალგაზრდები ისეთი გუნდი მყავს, სულ რომ არ მივიდე, ისინი მაინც ყველაფერს გააკეთებენო“ - ამბობს თიკა ფაცაცია.