მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და „ინსტაგრამზე“ 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობასა და რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით. მოდელის თამამი და ორიგინალური ფოტოები კი ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს.
ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს მოტივაციის შესახებ ესაუბრება: „დილის მოტივაცია, მთელი ცხოვრებისთვის… გაიფიქრე (ჩაციკლვის გარეშე), იგრძენი (ხუთივე შეგრძნებით), გჯეროდეს (რომ უკვე შენია), მიიღე, როგორც დამსახურებული! ეს ელემენტარული ფორმულა ყველაფერს აკეთებს, რომ სურვილი სრულყოფილი და ხორცშესხმული გახდეს… ჰოდა, თქვენი რა მიდის, გამოიყენეთ გონება!! მადლობა ჩემს მეგობრებს ამ კადრისთვის და ზუსტი ვიდეოსთვის. მე აი ასეთი ვარ 24/7-ზე, თქვენ?!“ - წერს მოდელი.