სიახლე

"შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა" - ბაია პატარაია ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას ეხმიანება

"შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა" - ბაია პატარაია ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას ეხმიანება
სა­ქარ­თვე­ლო­ში 31 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რაია ეხ­მი­ა­ნე­ბა და შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"რა ტუ­რიზ­მი და რა ევ­რო­კავ­ში­რი?! შე­მოგვღო­ბეთ აწი და დაგ­ვა­წე­რეთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­აა.

მად­ლო­ბა ქო­ცებს, 5-6 ივ­ლისს ყვე­ლა მო­ძა­ლა­დეს მწვა­ნე რომ აუნ­თო.ახლა ვით­ვა­ლოთ გვა­მე­ბი - ეს უკვე მე­ო­რე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლი უცხო­ე­ლი ქა­ლია ამ ზა­ფხულს.პ.ს. ახლა ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი მარ­ტყო­ბი­ნებს, რომ ჩვენ მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცია საფე ყოუ-ს უცხო­ე­ლე­ბი იწე­რენ პან­ტა-პუნ­ტით, რად­გან სოს-ღი­ლა­კი აქვს, ლო­კა­ცი­ას ხე­დავს და გან­გა­შის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლია მე­გობ­რე­ბის­თვი­საც,

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვი­საც და პო­ლი­ცი­ის­თვი­საც. ხოდა, ამას რომ ვნერ­გავ­დით, უცხო­ე­ლებ­ზე სულ არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ აჰა... ხალ­ხი საფრ­თხე­ში გრძნობს თავს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - წერს პა­ტა­რა­ია.


შე­გახ­სე­ნებთ, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაი ბრუ­კი 30 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი გან­ცხა­დე­ბით, როცა შა­ნაი ბრუკს ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ის მთაწ­მინ­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავს და­ესხნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხე­და­რი მთაწ­მინ­დის ფერ­დზე 31 ივ­ლისს იპო­ვეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93