"19 ივლისის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 161 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია. აქედან ჰოსპიტალში მოხვდა 5 601, ანუ 0.0035%; გარდაიცვალა 1 141, ანუ 0.0007%", - ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია.
"ამავე პერიოდში აშშ-ში ინფიცირებული ადამიანია 35 მილიონი (მაქსიმუმ, არადიაგნოსტირებული და უსიმპტომო ფორმები რომ ჩავთვალოთ, 90-100 მილიონი). გარდაიცვალა 629 315 ათასი ადამიანი, ანუ 1.76%. გარდაცვლილთა 99.9% არავაქცინირებულია!!! ვაქცინები მუშაობს! აიცერი", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.