ბოლო წლებია, აფხაზეთში ყოველი წლის ტურისტულ სეზონზე ერთსა და იმავე თემას, საცურაო კოსტიუმების ტარებას მწვავედ განიხილავენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ახალგაზრდობა რუს ტურისტებს ბაძავს და ისეთივე თავისუფალი წესით ცხოვრებას ცდილობს.
"ეს განსაკუთრებით გოგონებს ეხებათ, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ძალზე თამამად იცვამენ და თამამ ფოტოებსაც იღებენ" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში და ზღვის სეზონის თანმდევ "პრობლემებს" აქტიურად განიხილავენ.
"არასდროს, არც ერთ სიტუაცაში არ დაგავიწყდეთ, რომ რუსეთში არ ხართ და იქ განსხვავებული ტრადიციებია. ეს არის ფორმა, რაზეც გადის თქვენი უსაფრთხოების ხაზი. სხვა შემთხვევაში, სულაც ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცას არ მოეწონოთ და უეცრად იარაღი ამოიღოს, რასაც ორმხრივი სროლები მოჰყვება" - წერს ინტერნეტგამოცემა zen.yandex.ru.
"აქ ნუ დაიწყებთ ადგილობრივებზე ხუმრობას, იმიტომ, რომ ისინი გაგიგებენ და აგყვებიან. ნურც "პონტის" ძებნას შეუდგებით, მით უფრო, ქუჩაში, თორემ ცუდად დასრულდება. აქ მხოლოდ ზღვა, ცურვა, ჭამა და ნომერში გართობა, ისიც "მოგუდულად" შეიძლება, რადგან ვერ ვიტყვი, რომ აქაურებმა საკურორტო ზონის პირობები გაითვალისწინეს და შენობებში ხმაგაუმტარი მასალა გამოიყენეს... აქ შეიძლება მუსიკის ოდნავ ხმამაღლა მოსმენის გამო კარზე მოგიკაკუნონ, რომ აქ სხვებიც არიან და წუხდებიან.
ჩვენთან ერთად, მასპინძლის 24 წლის გოგონა წამოვიდა ზღვაზე. მალე მას ბიძაშვილმა მოაკითხა, რომ მისთვის ეპატრონა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გოგონას ზღვაზე "მოკრძალებული" საცურაო კოსტიუმი უნდა ჩაეცვა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ოლგა შულცი, რომლის თქმითაც, აფხაზეთი ან "შარის მაძიებელთა" დასასვენებელი ადგილია, ამ პენსიონერების.
ადგილობრივების თქმით, რაც დრო გადის, უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს, თავისუფლად იცხოვროს, რასაც სხვების, მათ შორის, მათივე თანატოლების პროტესტი მოჰყვა.
"ვის ვედრებით ჩვენ, იმ ხალხს, ვინც სასმელს დაინახავს თუ არა, ერთ წუთში თვრება და ყველაფერი ავიწყდება? ნასვამი გოგონები მათ გარემოში, მათ სამყაროში მიღებულია და შესაბამისად, არც თამამი ჩაცმის პრობლემა აქვთ. ზღვაზე ყველას გვაცვია საცურაო კოსტიუმი, აბა, კაბა-შარვლით ზღვაში არავინ ჩადის, მაგრამ ზომიერება იქაც საჭიროა. ჩვენ რუსეთში არ ვცხოვრობთ" - წერს ადგილობრივი ილონა კუცია მიმდინარე ზღვის სეზონზე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>