სიახლე

„ამის გამო მთხოვენ პასუხს, ილანძღებიან და ცოტას იწყევლებიან“ - რა შეემთხვა გვანცა დარასელიას

„ამის გამო მთხოვენ პასუხს, ილანძღებიან და ცოტას იწყევლებიან“ - რა შეემთხვა გვანცა დარასელიას
რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების მტერია ის, ვინც ხელოვნურად უქმნის ბარიერებს ვაქცინაციის პროცესს: „ვინც ფიქრობთ, რომ ვაქცინით შეჰყავთ ჩიპი, უშვილობას იწვევს, რომ ვიღაცას უნდა ვაქცინით გაგვწყვიტოს და კოვიდი არ არსებობს!! ვინც დარეგისტრირდით და შეგნებულად არ მიხვედით!! სხვას გამოაცალეთ შანსი, უსაფრთხოდ ეგრძნო თავი!!! თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ საზოგადოებისთვის!!!! ძალიან ბევრი ადამიანი გვიკვდება!!! როგორც ვიცი, გარდაცვლილი პაციენტებიდან არც ერთი იყო აცრილი!!! დაფიქრდით და ნუ მავნებლობთ!!!” - ამბობდა გვანცა.


როგორც ჩანს, მის განცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და მას განმარტების გაკეთება მოუწია: „პატარა პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემს თავზე, რომ გავავრცელო ის, რაც მართებულად მიმაჩნია და ადამინაები მთხოვენ ამის გამო პასუხს! ცოტას ილანძღებიან, ცოტას იწყევლებიან და რას გამოვიდე თავი ნეტავ? პასუხისმგებელო პირებო, იქნებ მოიცალოთ? რით ვერ დამთავრდა ამ ქვეყანაში „არჩევნებიდან არჩევნებამდე“ დღის წესრიგი? ხალხი იხოცება და ჰგონიათ, რომ აცრის გაკეთებაში ფული მაქვს აღებული“ - წერს გვანცა დარასელია.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93