სიახლე

„ბევრჯერ წავიქეცი და კიდევ მილიონჯერ წამოვდგები, იმიტომ, რომ მინდა ვიყო უკეთესი” - ლიზა ყენია

„ბევრჯერ წავიქეცი და კიდევ მილიონჯერ წამოვდგები, იმიტომ, რომ მინდა ვიყო უკეთესი” - ლიზა ყენია
მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.



ამჯერად ლიზა ყენია განვლილ გზაზე საუბრობს და წერს, რომ, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ის მუდმივად აგრძელებს საკუთარი თავის განვითარებას: „დედას მადლობელი ვიქნები, პირველ რიგში, იმიტომ, რომ 4 წლიდან შემიქმნა ის გარემო, სადაც მე ჩემი ხასიათი, ჩემი შესაძლებლობები უნდა დამენახა - გავხდი ბალერინა, 7 წლის განმავლობაში ვცეკვავდი, მოვხვდი სამყაროში,
სადაც ხელოვნების სურნელი იდგა. ვისწავლე ქარგვა, ვხატე ბევრი, ვისმენდი კლასიკურ მუსიკას, ვვარჯიშობდი, ვიწელებოდი, ვცეკვავდი, ვსაუბრობდით ხელოვნებაზე. იყო სპექტაკლები დიდ სცენაზე, ვუყურებდი დიდ ბალეტს… ბავშვი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობები თუ გამოწვევის ქვეშ იყო, ვიწყებდი თავდაუზოგავ შრომას და ვიყვარებდი იმ საქმეს მთელი არსებით, საქმეს, რომელშიც მთელ ენერგიას ვდებდი. ამავდროულად, ჩოგბურთით ვიყავი დაინტერესებული, სადაც 8 წელი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და, ამ დროს, ყველაზე ლამაზი პერიოდი გავატარე. ასე მოვედი 14 წლამდე და მივხვდი ერთს, რომ სულ ვიბრძვი, სულ მინდა ვიყო უკეთესი. არასდროს ვაცდიდი საკუთარ თავს, კმაყოფილი ვყოფილიყავი ჩემით. ბევრჯერ წავიქეცი და კიდევ მილიონჯერ წამოვდგები, იმიტომ, რომ მინდა ვიყო უკეთესი. ამ ორმა სხვადასხვა სამყარომ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ მასწავლა, რომ არასოდეს უნდა შეწყვიტო საკუთარ თავზე მუშაობა, არასოდეს დანებდე. უნდა მისცე ნიჭს ძალა, რომ დაგანახოს, რა ლამაზია ცხოვრება, რომელშიც შენი ოფლით იცხოვრე და შენი ხელებით ააშენე” - წერს მომღერალი.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93