ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, პირად თუ ოჯახურ კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
ამჯერად, სალომე გოგიაშვილი კორონავირუსისა და თვითიზოლაციის შესახებ საუბრობს: „6 დღის წინ მქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, რომელსაც საკმაოდ რთულ ფორმაში აქვს ვირუსი. მაშინვე გადმოვედით თვითიზოლაციაში და მეორე დღეს დამიფიქსირდა სიცხე. გავიკეთე ტესტი და მეც და ჩემს შვილსაც უარყოფითი პასუხი გვაქვს. ჩვენ ცოტა ხნის წინ ავიცერით „სინოვაკით“ და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს კორონა“ - ამბობს ის ვიდეოში.
მიუხედავად იმისა, რომ სალომე გოგიაშვილს ვირუსი არ დაუდასტურდა, მას მაინც აწუხებს სისუსტე. ამის შესახებ ის „ინსტაგრამსთორიში“ საუბრობს: „მაქვს საშინელი უენერგიობა, ძალა საერთოდ არ მაქვს, მაგრამ არ ვეგუები, მაინც დავდივარ, ვალაგებ, ვრეცხავ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავხარჯო ის ენერგია, რაც მაქვს. მითხრეს, რომ კორონას დროს არ შეიძლება დაწოლა. ამიტომ ვცდილობ, ვიყო აქტიური. ანალიზით, ტესტით, არცერთით არ მიდასტურდება. მითხრეს, რომ სამ დღეში კიდევ უნდა გადავამოწმო, იმიტომ, რომ ვარ აცრილი და შეიძლება ძალიან მარტივად და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს დაავადება“ - განმარტავს სალომე გოგიაშვილი.