38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია. მან დაქორწინების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა და განსხვავებული ვარცხნილობაც მოირგო. სილამაზისა და თავის მოვლის საკუთარი ხრიკების შესახებ ინფორმაციას კი მსახიობი გამომწერებს „ინსტაგრამის“ საშუალებით ყოველდღიურად უზიარებს.
ლელა მებურიშვილი პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს. გამონაკლისი, ცახდია, არც მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებია: „ნამდვილი და ულამაზესი“, „კაშკაშა ვარსკვლავი”, „სულჩადგმული ქართლის დედა“, „ღვთაებრივი სილამაზე, ქალი ცეცხლი, ვერავინ რომ ვერ შეგედრება ვერასდროს“ - წერენ კომენტარებში.