მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
სალომე სულ ცოტა ხნის წინ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებდა და ფოტოებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტიდან, ალაქატიდან აქვეყენებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სალომე ღვინიაშვილი “ინსტაგრამსთორიში“ წერს:
„დღეს კოვიდის დადასტურებიდან მე-10 დღეა. გავდივართ ბოლოში. ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზეც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არცერთ ჩვენს მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო. ორივე აცრილები ვართ. ვფიქრობ, ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ! ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, ადამიანები სიკვდილს ებრძვიან. ყოველ დღე უამრავი ადამიანის გარდაცვალებას ვიგებთ. მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აიცერით თქვენი და თქვენი გარშემომყოფების გადასარჩენად! ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ გადავრჩეთ!“ - წერს სალომე.