როჯერ უოტერსი კვლავ დაინიშნა. ეს მისთვის მეხუთე ქორწინებაა. მან საყვარელი ქალი მეგობრებს გასულ კვირას, ჰემპტონსი სადილზე გააცნო. როგორც ტაბლოიდები წერენ, უოტერსის რჩეული იგივე ქალია, რომელიც მის გვერდით 2019 წელს ვენეციის კონოფესტივალზე გამოჩნდა.
როჯერ უოტერსი მეოთხე ცოლს, ლორი დურნინგს, ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2015 წელს დაშორდა. მათი დაშორება სკანდალური აღმოჩნდა და დავა სასამართლომდეც მივიდა. ერთ-ერთი სხდომის დროს კი ლორიმ როჯერს უწმაწური სიტყვებიც კი უწოდა.
დაშორებიდან ძალიან მალე როჯერმა შეხვედრა დაიწყო ალესტინელ ავტორთან და აქტივისტ რულა ჯებრეალთან. გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალს განსხვავებული და რადიკალური შეხედულებები ჰქონდა, მათ ერთამენთს ვერ გაუგეს და მალევე დაშორდნენ.
უოტერსი ასევე იყო დაქორწინებული პოტერი ჯუდიტ ტრიმზე, ასევე, ბრიტანელ არისტოკრატ ლედი კაროლინ კრისტსა და “Frankie and Johnny” -ის მსახიობ პრისილა ფილიპსიზე. ამჟამინდელ პარტიორსა და სამომავლო გეგმებზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.