ცხოვრების რთულ მომენტში, შფოთვის, ძალების დაკარგვის პერიოდში, ალბათ, რთულია გამოსავალზე ფიქრი, თუმცა, ძველი ტრადიციის მიეხდვით, ასეთ დროს საუკეთესო გზა თავსაბურავის მორგებაა. ეს არის ერთგვარი დაცვა ყოველივე ცუდისგან. ფსიქოლოგი ანა კირიანოვა აღწერს თავსაბურავის ტარების საკუთარ გამოცდილებასა და გრძნობებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს ცვლის შინაგან მდგომარეობას და ამ ცვლილებებს მოჰყვება გარეგანი გარდაქმნაც.
ძველად ადამიანების უმეტესობა თავდაფარული დადიოდა - კაცები ქუდს ატარებდნენ, ქალები - თავსაბურავს. რელიგიური თვალსაზრისით, ეს ზეციური ძალების მფარველობას გამოხატავდა - ადამიანი დაცული იყო ანგელოზის ფრთებით. ქალებს ხშირად უჭირთ, უარი თქვან საკუთარი ძვირად ღირებული ვარცხნილობის აფიშირებაზე; სურთ, მათი ლამაზი და მოვლილი თმა ბევრმა ნახოს, თუმცა ფსიქოლოგი ანა კარიანოვა თავსაბურავის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ერთი თვის განმავლობაში თავსაბურავს ვატარებდი. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მზის ქვეშ დიდი დროის გატარება მიწევდა; მეორეც, მე ყოველდღიურად ვხვდებოდი მორწმუნე ადამიანებს, რომლებთან ერთადაც თავის დაფარვა აუცილებელი იყო. ეს მათი პატივისცემის ნიშანი და ეტიკეტის ნაწილი გახლდათ. ასევე, ხალხური მეთოდების შესწავლა და მოხუცებთან ურთიერთობა გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. გარდა ამისა, მე მომწონს ის - თავსაბურავში თავს კარგად ვგრძნობ, კონცენტრაციას უფრო უკეთესად ვახდენ და მეტ ძალას ვიძენ. ძილი გამიუმჯობესდა და, რაც ყველაზე საოცარია, დავიწყე პატარა დეტალებით სიამოვნება.
ამ ერთი თვის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, თუმცა მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია. ვგრძნობდი, რომ უფრო დაცული ვიყავი ყველასგან და ყველაფრისგან. საქმეშიც მეტი წრმატება მქონდა და იდეები უფრო მარტივად მომდიოდა.
ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, როცა დეპრესია, შფოთვა, ძილის დარღვევა და სხვა მრავალი საშინელი სიმპტომი მაწუხებდა, თავსაბურავის ტარებამ ჩემი მდგომარეობა ბევრად გააუმჯობესა. უკეთესია, თუ უპირატესობას ღია ფერებს, განსაკუთრებით კი, თეთრს მიანიჭებთ, თეთრი სულს სიმშვიდესა და ჰარმონიას მატებს.
ცხადია, ეს წმინდად სუბიექტური დაკვირვებაა, თუმცა ცხოვრების რთულ მომენტში სცადეთ და თავად შეაფასეთ საკუთარი გრძნობები - იქნებ სწორედ ესაა ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ? თავსაბურავით არა მხოლოდ თმას, არამედ საკუთარ სულსაც ფარავთ და უფრთხილდებით და ამით თქვენს შინაგან სამყაროზეც ზრუნავთ.