მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით საყვარელი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ გახდა. ნანუკა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.
ამჯერად მსახიობი „ინსტაგრამსთორიში“ Covid-19-ის ტესტის პასუხს აზიარებს, სადაც წერია, რომ ვირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, ნანუკა გულუა დადებით განწყობას ინარჩუნებს და სოციალურ ქსელში მეგობრების წერილებსაც აზიარებს: „როგორ არ იცის კოვიდმა, ვისთან მოხვდა“, „ჩემი ძლიერი და მაგარი გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.