პოპულარული ტელესერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, რომელიც ნინას როლს ასრულებს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ოჯახურ ფოტოებთან ერთად სხვადასხვა სასარგებლო რჩევასაც ხშირად უზიარებს.
ამჯერად ანა ტყებუჩავა ახალ ფოტოებს საცურაო აუზიდან აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრების მხრიდან უამრავ დადებით შეფასებას იმსახურებს: „როგორი ბუნებრივი ხარ ყოველთვის, რაც დღეს იშვიათია, ლაღი და ხალისიანი”, „ანა ძალიან ლამაზად გამოიყურები, უზომოდ ნიჭიერი მსახიობი ხარ“, „ძალიან ლამაზი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ანა ტყებუჩავამ 2013 წელს იქორწინა რჩეულზე, კინორეჟისორ ლევან ბარამიძეზე. წყვილს ორი გოგონა ჰყავს.