ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ლინდა ადამია შვილთან, ჯარჯისთან და მეუღლესთან, დათუნა ყიასაშვილთან ერთად ცხოვრობს. დათუნა პროფესიით ტატუარტისტია. როგორც ლინდა არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მეუღლე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლინდა წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. ამჯერად კი კადრებს ზღვის სანაპიროდან აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტასაც იღებს: „ქალი-ცეცხლი, ყველაზე ლამაზი ხარ“, „ლინდა, უსაყვარლესი გოგო ხარ“, „საოცარი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“ .
>