მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ლიზა ყენია ხშირად აქვეყნებს საკუთარ ძაღლთან, მალტიპუსთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. როგორც ჩანს, მალტიპუ ლიზას ერთგული მეგობარია და მომღერალს ის ყველგან თან დაჰყავს. ლიზამ მას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც კი შეუქმნა. მალტიპუ დღეს იუბილარია, ის ერთი წლის გახდა: „ჩემი ნამდვილი სიყვარული... მადლობა ყველაფრსითვის, გაღმერთებ“ - ამ სათაურით აქვეყნებს მომღერალი საყვარელ მეგობართან ერთად გადაღებულ ვიდეოებს „ინსტაგრამსთორიში“.