თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, სადაც მან მაყურებელი არა მხოლოდ საკუთარი კულინარიული ნიჭით, არამედ განსაკუთრებული გარეგნობითაც მოხიბლა. როგორც ცნობილია, თათია მოდელის აპლუაშიც არაერთხელ ყოფილა და 2018 წელს რუსეთში „მის ოფისის“ ფინალისტებს შორისაც მოხვდა. გარდა ამისა, თათიამ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი დააანონსა და დაწერა, რომ კოლექციაზე უკვე მუშაობს.
თათია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს და მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებითაც ღიად აფიქსირებს. ამჯერად კი ვაქციანიასთან დაკავშირებით საუბრობს:
„ძალიან ბევრი მეკითხება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უზომოდ მაღიზიანებს აცრილი ადამიანების პოსტები, მოწოდებები, ეს საჯარო დავალდებულება, „გატრენდება“ ამ კოვიდის აცრის. ვფიქრობ, რომ ასაკოვანი რისკი ჯგუფში მყოფი ადამიანები უნდა აიცრან, წინასწარ კი უნდა გაიკეთონ სისხლის ანალიზი, თრომბის საშიშროება და სხვა გართულებები რომ გამოირიცხოს. დანარჩენი კიდევ ყველა თვითონ მიხედავს თავის თავს და ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა გაიკეთოს და რა - არა. ასე რომ, მოწოდებები მე, პირადად, არ მიმაჩნია სწორად“ - წერს თათია თექთურმანიძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>