სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა, ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდის.
მიუხედავად გამომწერების თხოვნისა, სოფო ნიჟარაძე ამ დრომდე შვილის სახეს ფოტოებში არ აჩენს, თუმცა პატარა ელის-მარია დედის გულშემატკივრების მხრიდან მაინც უამრავ კომპლიმენტს იღებს.
გამომწერები დადებით შეფასებას არ იშურებენ არც სოფო ნიჟარაძის მიმართ. გარდა მისი ვოკალური მონაცემებისა, მოწონებას მომღერლის ვიზუალიც იმსახურებს: „ვინ თქვა, იდეალური ქალი არ არსებობსო?!“, „ასეთ სილამაზეს ნიღბით ნუ მალავ“, „სოფო, საქართველოშიც გვენატრები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
სოფო ნიჟარაძეს ელის-მარია 2020 წელს შეეძინა, ის ორსულობის შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. მომღერალი ამ დრომდე არც საყვარელი მამაკაცის ვინაობას ამხელს.